პირობები და წესები

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებგვერდზე. ჩვენი სერვისის მიღებამდე, გთხოვთ გაეცნოთ მოხმარების წესებსა და პირობებს, თანხმობის შემთხვევაში კი განაგრძოთ შეკვეთის პროცედურა.

 

 

„ბანგკოკი“ წარმოადგენს იურიდიულ პირს და ამ გვერდის ოფიციალურ მფლობელს წარმოადგენს შპს „ტაიფუდი“ (ს/კ:429322529). შპს „ტაიფუდი“ (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი) და მომხმარებელი, რომელიც აფორმებს შეკვეთას bangkok.ge-ს ვებგვერდზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს პირადი მონაცემების შეტანით (შემდგომში – მომსახურებით მოსარგებლე), დებენ სამომხმარებლო შეთანხმებას bangkok.ge-ს ვებგვერდზე. ტერმინის ქვეშ – „ჩვენ“ იგულისხმება „ტაიფუდი“ და მისი წარმომადგენლობა, ხოლო ტერმინის ქვეშ – „თქვენ“ იგულისხმება კომპანია „ტაიფუდი“ ვებგვერდით (bangkok.ge) მოსარგებლე პირები. თქვენს მიერ „ბანგკოკის“-ს ვებგვერდზე შესვლა და შემოთავაზებული სერვისის შეკვეთა გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით და მზად ხართ შეასრულოთ წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები.

 

მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები ეცდებიან დავა გადაჭრან მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეს განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1. შეთანხმების საგანი

 

1.1. შეთანხმების საგანს წარმოადგენს, „ბანგკოკი“-ს მიერ მის ვებგვერდზე წარმოდგენილი პროდუქტი და ამ პროდუქტის თქვენთვის სასურველ ადგილზე მიტანის მომსახურება, რის სანაცვლოდაც იხდით წინასწარ განსაზღვრულ თანხას.
1.2. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება bangkok.ge-ს მომსახურებაში.
1.3. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს შეთანხმების გამოყენების პირობები, და ამასთან არ არის ვალდებული შეატყობინოს მომსახურებით მოსარგებლეს.

 

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია
2.1. მიიღოს შეკვეთა და შეასრულოს თქვენი შეკვეთა თუ აქვს საკმარისი მარაგი.
2.2. შეკვეთის მიღებიდან საშუალოდ 0.5-1 საათის განმავლობაში მოგიტანოთ პროდუქტი მითითებულ მისამართზე.
2.3. იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე.

 

2.4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის მიწოდება მითითებულ მისამართზე არ განხორციელდება „ბანგკოკის” მიზეზით, დაუბრუნოს მომხმარებელს უნაღდო ანგარიშსწორებით შეკვეთისას გადახდილი თანხა 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

2.5. მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვით დამზადებული პროდუქტი.
3. მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია

 

3.1. მიაწოდოს „ბანგკოკს“ ზუსტი მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი,მაილი).
3.2. დროულად გამოართვას შეკვეთა „ბანგკოკის“ წარმომადგენელს.

 

3.3. განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორება საკუთარი საბანკო ბარათით.

 

3.4. ყურადღებით გაეცნოს საკვები პროდუქტის შემადგენლობას ვებგვერდზე და განსაკუთრებული ალერგიულობის შემთხვევაში, დაწვრილებით გადაამოწმოს პროდუქტის შემადგენლობა „ბანგკოკთან“, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო ალერგიული რეაქცია, რომლის შემთხვევაშიც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა.

 

4. შეკვეთისა და გადახდის წესები

 

4.1. უნდა მიუთითოთ უბანი, რომელიც შედის „ბანგკოკის“ მიტანის სერვისის არეალში.
4.2. აირჩიეთ პროდუქტი/პროდუქტები სურვილისამებრ. არჩეული პროდუქტი ავტომატურად მოთავსდება კალათაში. საფასურში აისახება მიტანის სერვისის ღირებულებაც.
4.3. გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია (ფეისბუქ ანგარიშით ან მობილური ნომერით,ან მაილით). ამის შემდეგ სისტემა გადაგიყვანთ თქვენს „პროფილის“ გვერდზე, რომელზეც უნდა გადაამოწმოთ, რომ თქვენი მობილურის ნომერი სწორადაა მითითებული და თუ ნომერი არასწორია, მიუთითოთ მოქმედი ნომერი.
4.4. დაბრუნდით კალათაში და აირჩიეთ გადახდის მეთოდი. გადადით გადახდის გვერდზე.
4.5. აირჩიეთ ანგარიშსწორების მეთოდი, უნაღდო ანგარიშსწორებისას გადახდა განახორციელეთ თქვენი საკრედიტო/სადებეტო ბარათით, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებისას გრაფაში ჩაწერეთ, რა კუპიურა გექნებათ (ნაღდი ანგარიშსწორების არჩევისას კუპიურის ჩაწერა სავალდებულოა კომენტარში).
4.6. კომენტარის გრაფის შესვსება სავალდებულოა. აუცილებლად ჩაწერეთ რამდენი პერსონისათვისაა განკუთვნილი პროდუქტი, სურვილის შემთხვევაში კომენტარის ველში შეგიძლიათ დამატებით ჩაწეროთ მისამართთან დაკავშირებული დეტალები (მაგ. სადარბაზო კარის კოდი), კერძთან დაკავშირებული კომენტარი ან სხვა შეკვეთის
შესრულება-მოწოდებისათვის საჭირო ინფორმაცია.
4.7. მონიშნეთ, რომ ეთანხმებით ვებგვერდის მოხმარების წესებსა და პირობებს.
4.8. შეკვეთის დამადასტურებელი შეტყობინება გამოჩნდება თქვენს ეკრანზე.
4.9. ვებგვერდზე მოცემული ფასები მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს.
4.10. ვებგვერდზე მოცემული ფასები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.
4.11. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ზემოთ აღნიშნული შეკვეთის წესის გარდა, სხვა გზით განხორციელებული შეკვეთების თაობაზე.
4.12. „ბანგკოკის“ მიერ შეკვეთისას გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ სერვისის მიუწოდებლობის შემთხვევაში. მისამართის უზუსტობის გამო, მომხმარებლის მიერ შეკვეთის პოსტ-ფაქტუმ გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება. თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმავე ანგარიშზე დაბრუნებით ან უშუალოდ შეკვეთის განმახორციელებელი პირისათვის თანხის დაბრუნებით.